ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

TI: არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია

08.10.2024 ნახვები: 638

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას ჩართვა დაუშვებელია.

შს მინისტრის ბრძანების თანახმად, არჩევნებისთვის საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება "სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები" - ე.წ. ტერიტორიული ჯგუფები.

როგორც TI-ში განმარტავენ, წინა საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, როგორც უწინ იყო, არამედ სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი.

"საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ხარაზიშვილი დღემდე არათუ თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, არამედ მას არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დე ფაქტო ზედამხედველის ფუნქციაც ჩააბარა. ამ მხრივ, ასევე საგანგაშოა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ნორმაც, რომლის თანახმად, საპოლიციო ძალებმა „პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები“ შეიძლება განახორციელონ, მათ შორის, „კენჭისყრის შენობის მიმდებარედ ხალხის ნაკადის არსებობის შემთხვევაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ხარება“ და მისი მონაწილეობით შექმნილი “ტერიტორიული ჯგუფები” შეიძლება მოქმედებაში მოვიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო უბნების შორიახლოს ხალხი იქნება შეკრებილი, თუნდაც მშვიდობიანად. მინისტრის ბრძანების ამ დებულებას არა მხოლოდ არ გააჩნია რაიმე კანონიერი საფუძველი, არამედ იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

TI მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. ტერიტორიულ ჯგუფებში, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. პრევენციული ზომები საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ.

formula.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა