აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები

თინა ბოკუჩავა - ტექნიკური მთავრობის დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა

ნახვები: 556 თინა ბოკუჩავა - ტექნიკური მთავრობის დასახელება პრეზიდენტის პრეროგატივაა

ტექნიკური მთავრობის დასახელება არის პრეზიდენტის პრეროგატივა, კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი ამ ეტაპზე ნამდვილად არ ყოფილა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქარტიის ერთგულია და ყოველთვის მზად არის კონსულტაციებისთვის.

„ჩვენ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ვართ ერთგული „ქართული ქარტიის“, რომელიც ნამდვილად არის საქართველოს გზამკვლევი ევროკავშირისკენ. ახლა ჩვენი მთავარი ფოკუსი, მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ ჩვენი ერთიანობით, ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების მოტანა. ამის შემდეგ სწორედ პრეზიდენტთან, ისევე, როგორც სხვა დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობით, აუცილებლად შევკრავთ კოალიციურ მთავრობას, რომელიც უმოკლეს ვადებში გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი.

ყოველთვის ღია ვართ, ვიყავით და ვიქნებით კონსულტაციებისთვის, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის განმტკიცებას, ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას ევროკავშირის გზაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი, საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სწორედ ევროპული კეთილდღეობისთვის გააკეთებ არჩევანს და შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს მიცემს ლეგიტიმაციას, რათა ერთიანი ძალებით შევქმნათ კოალიციური მთავრობა და ქვეყანა დავაბრუნოთ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა