ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
Ukrainians in US to retain temporary protected status for now
SSU detains woman in Odesa suspected of directing Russian strikes on port and National Guard facilities
Zelensky holds online meeting with bipartisan delegation of U.S. Congress
War update: 177 clashes on front line, Southern Slobozhanshchyna sector the hottest
Zelensky meets Lockheed Martin team to discuss Patriot missiles, F-16 repairs in Ukraine
Ukraine to decide what terms of peace it can accept, German Foreign Ministry says
Pope Leo XIV discusses humanitarian situation in Oleshky with Zelensky

ტოტალიზატორის ყაჩაღობა ვარკეთილში - შსს-მ ორი პირი დააკავა

ნახვები: 516 ტოტალიზატორის ყაჩაღობა ვარკეთილში - შსს-მ ორი პირი დააკავა

შსს-მ ვარკეთილში მდებარე ტოტალიზატორ "ლიდერბეთის" დაყაჩაღების გამო 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.კ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ტ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.

"დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, მეტროსადგური "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ტოტალიზატორში თავს დაესხნენ ამავე ტოტალიზატორის მოლარეს - 1994 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს. თავდამსხმელებმა მოლარეს დანის მუქარით გააღებინეს სეიფი და გაიტაცეს თანხა, ვიდეოკამერების ჩამწერი მოწყობილობები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე მოახდინეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება.

პოლიციამ გ.კ. და ჯ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა