მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

ნახვები: 679 ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა

თბილისის მე-3 და მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მწერალი და ესეისტი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

ზაალ სამადაშვილი არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".

ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა ლიტერატურული პრემია, „გალა“.

2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა წიგნისათვის იუნკერ ერისთავის ბუცები ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“.

ზაალ სამადაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა