ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan

დონალდ ტრამპი - ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ

ნახვები: 531 დონალდ ტრამპი - ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ

ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ. ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპს გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი ომებს დაასრულებს.

„იმედი მაქვს, რომ თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაძლიერდება, რომ რეგიონული და გლობალური კრიზისები და ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი, დასრულდება“, - წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა