მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

გიორგი ვაშაძე - ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი

ნახვები: 679 გიორგი ვაშაძე - ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი

ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ძალადობას ერთიანობა უნდა დაუპირისპირდეს და ოპოზიციური პარტიებსა და მათ წევრებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

„ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად იმალებით, აუცილებლად მოგიწევთ ყველას პასუხისგება. ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს, და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე.

ამ ტოტალურ ძალადობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა: ერთიანობა ჩვენი დაკავებული პატრიოტების მიმართ რეჟიმის კლანჭებიდან გამოხსნის საქმეში, ერთიანობა დაშავებულების მოვლასა და ყურადღებაში.

მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებსა და ჩემს მეგობრებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა