მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

კობახიძე ქვეყნაში არსებული პრობლემების ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით გადაფარვას ცდილობს-ბუჩუკური

ნახვები: 564 კობახიძე ქვეყნაში არსებული პრობლემების ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით გადაფარვას ცდილობს-ბუჩუკური

„ქართული ოცნება" ცდილობს, გადაფაროს, თუ რატომ დაიხია უკან სახელმწიფომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ამ მიზანს ემსახურება მათი ბრალდებები, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც ანა ბუჩუკური ამბობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერსონალურად ირაკლი კობახიძისგან და „ქართული ოცნებისგან" მათი პარტიის ხელმძღვანელის მიმართ აბსურდულ ბრალდებებს ისმენენ.

„ირაკლი კობახიძეს პასუხი არ აქვს, რატომ არის ქვეყანა ასეთ ცუდ დღეში. ის ქვეყნაში არსებული პრობლემების სამარცხვინო ტყუილებითა და პროპაგანდისტული ბრალდებებით გადაფარვას ცდილობს. დღეს ერთი წელი შესრულდა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერსონალურად ირაკლი კობახიძისგან და „ქართული ოცნებისგან" გვესმის რაღაც აბსურდული ბრალდებები - დაწყებული იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი სახელმწიფო გადატრიალებს აწყობდა. მას ძალოვანი უწყების მოქმედ თანამშრომლებთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდო ბრალი, გაგრძელებული კოკაინშიკობითა და იმის თქმით, თითქოს აშშ-ში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

გადატრიალების თაობაზე გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურას მივმართეთ, რათა ეს ძალიან მძიმე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული ქმედება გამოეძიებინათ, თუმცა პროცესი დღემდე არ დაწყებულა. კოკაინშიკობის ბრალდებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ თბილისში ჩვენს დეპუტატობის ქალ კანდიდატებს დასდო ბრალი, რომ გახარიას „კოკაინი" მათ მიასაღეს. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში შესაბამისი დასაბუთებული განცხადება. მოგეხსენებათ, ნარკოტიკის გასაღება არის სისხლის სამართლის დანაშაული, მოვითხოვეთ გამოძიება. თუ ფაქტი არ დადასტურდებოდა, პასუხისგებაში ირაკლი კობახიძე უნდა მოქცეულიყო ცრუ დასმენისათვის. რა თქმა უნდა, არც ამას მოჰყოლია რეაგირება.

მათი ბრალდებები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - „ქართული ოცნება" ცდილობს, გადაფაროს, თუ რატომ არის ასეთი სუსტი მათი პოლიტიკა, რატომ დაიხია სახელმწიფომ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და რატომ წავიდა საქმე უკან ევროპული გზიდან", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა