ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

რობინ დანიგანს ხუმრობით რობინ ქარდიგანი დაარქვეს - ბიძინას ხელის ბიჭი ხუმრობს

04.12.2024 ნახვები: 524

აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო აშშ-ის საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, – ამის შესახებ საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც  კობახიძემ აღნიშნა, აშშ-ში ყველა ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას და ღია მცდელობაა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა საქართველოში.

„ხედავთ, რომ ყველა ელოდება პრეზიდენტის ინაუგურაციას აშშ-ში, მანამდე, სამწუხაროდ, არის იმის ღია მცდელობა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანაში. მოქმედი საელჩოც, მოქმედი ელჩიც არის ამ გავლენის ქვეშ. აქაც არაფერი პირადი არ გვაქვს ჩვენს მოქმედ ელჩთან. არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გავლენას, რომელიც არის გამოხატული მოქმედი ადმინისტრაციიდან. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ 20 იანვრის შემდეგ ქალბატონი ელჩიც გათავისუფლდება ამ გავლენისგან. თქვენ ხედავთ, აბსოლუტურად კომიკური სახე მიიღო საელჩოს კონკრეტულმა ქმედებებმა, ისინი დებენ ე.წ. ქარდებს საელჩოს გვერდზე, ამის გამო ხუმრობით, ეს მოფერებით რობინ დანიგანს რობინ ქარდიგანი დაარქვეს, ეს არის უწყინარი ხუმრობა, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა ქარდიგანი ქართულად ნიშნავს ჟაკეტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა