War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

განახლებული "ახალ კვირა" მაყურებლისთვის-საზმაუ გადაცემის დახურვას უარყოფს

ნახვები: 424 განახლებული "ახალ კვირა" მაყურებლისთვის-საზმაუ გადაცემის დახურვას უარყოფს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მტკიცებით, არხზე არცერთი პროექტი არ დახურულა და ეთერში ახალი კვირის განახლებული ფორმატი გავა.

ამით პირველი არხი გამოეხმაურა გადაცემა ახალი კვირის წამყვანის, იმედა დარსალიას განცხადებას იმაზე, რომ ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე საათში ალტ-ინფოს წევრები იმუქრებოდნენ, ზუსტად ერთ თვეში კი ტელევიზიამ გადაცემა დახურა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველი არხის მიმართ "მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია" ხორციელდება.

"საქართველოს პირველი არხი ეხმაურება მის წინააღმდეგ რეპუტაციის შემლახავ მიზანმიმართულ კამპანიას და კატეგორიულად აცხადებს, რომ არხზე არ დახურულა არც ერთი პროექტი, მათ შორის, "ახალი კვირა" და ამ დროისთვის გადაცემის გუნდის უკლებლივ ყველა წევრი არის მაუწყებლის ანაზღაურებადი თანამშრომელი. არხი მაყურებელს შესთავაზებს გადაცემის განახლებულ ფორმატს, რომელზეც სწორედ "ახალი კვირის" გუნდი მუშაობს.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ინსტიტუციის მიმართ, ხორციელდება ცილისმწამებლური, მიზანმიმართული კამპანია და ის ბრალდებები, რომლის ტირაჟირებაც ხდება, სრულიად უსაფუძვლო და საგანგაშოა, რადგან საქმე ეხება სარედაქციო პრინციპების დარღვევის ბრალდებას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბოლო წლების ფუნდამენტური მონაპოვარია.

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველოს პირველი არხის მიმართ საზოგადოების ნდობა იზრდება. როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ინსტიტუციის გაძლიერება არ არის ხელსაყრელი ზოგიერთი დაინტერესებული მხარისთვის, რაზეც მეტყველებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციისა და იმიჯის შელახვის მიზნით წარმოებული კამპანია. მივიჩნევთ, რომ რადიკალურად პოლარიზებულ მედიაგარემოში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი იცავს მკაცრად სარედაქციო პრინციპებსა და მედიასტანდარტს, რაც გამოიხატება მის დაბალანსებულ, მრავალფეროვან, ხარისხიან სატელევიზიო, რადიო და ონლაინ პროდუქტში.

საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმიანობს მრავალი ღირსეული პროფესიონალი, ვისთვისაც, თმენის ვალდებულების მიუხედავად, კატეგორიულად მიუღებელია წარმოებული კამპანიის შინაარსი და არავინ დაუშვებს მათ პროფესიულ საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშ ჩარევას. ჩვენ ვისმენთ და ვითმენთ საყვედურებს, მაგრამ არა შეურაცხყოფას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა