მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

პრეზიდენტი აქციებზე - ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

ნახვები: 679 პრეზიდენტი აქციებზე - ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან დაკავშირებითაც სიტუაცია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არაა, პირიქითაა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა იმიტომ, რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი, და ასევე, მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა