სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

მამუკა ხაზარაძე - ქართული ბიზნესი სახალხო პროტესტს უერთდება, საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს!

ნახვები: 692 მამუკა ხაზარაძე - ქართული ბიზნესი სახალხო პროტესტს უერთდება, საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს!

ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება! საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! - ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა ისტორიას არ ახსოვს. დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს „ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის”.

„ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება! საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! - ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს. დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის ხერხემალია, ის ქმნის სამუშაო ადგილებს. მის შექმნას კი წლები და ბევრი შრომა სჭირდება. დღეს ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის. ეს ნიჭიერი ხალხი არასდროს გახდება რომელიმე ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა! ეს უკვე გამარჯვებაა!”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა