სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

სალომე ზურაბიშვილი - უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას

ნახვები: 691 სალომე ზურაბიშვილი - უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას

უკან დახევა იქნება იმ ხალხის ღალატი, რომელიც ქუჩებში დგას. მე არ ვარ ის, ვინც ადამიანებს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს, მე ვარ ის, ვინც მათ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის სენატში განაცხადა, როდესაც მან უპასუხა სენატორის შეკითხვას, არის თუ არა იმ პოზიციაზე, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს.

მისი თქმით, პრეზიდენტს საქართველოში აღმასრულებელი ძალაუფლება არ გააჩნია.

„მე ვარ გარკვეული კავშირი, სიმბოლო და ამ ხალხს ქუჩებში სჭირდება ეს სიმბოლო. ეს არის ასევე სტაბილურობის ფორმა. ასევე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ვისთან შეიძლება ისაუბრონ, რადგან არის ბევრი პოლიტიკური პარტია, არის ბევრი ახალი ფორმა და ძალა, რომელიც ჩნდება ქუჩის პროტესტიდან. ასე რომ, ერთი ტელეფონი უნდა არსებობდეს ქართული საზოგადოების ამ ძალიან ფართო სპექტრთან სასაუბროდ და ამ საზოგადოებას მხარი უნდა დაუჭირონ და მათ მხარი ჩემი მეშვეობით უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა