ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters
Zelensky, Macron discuss ways to counter Russian air attacks

ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ნახვები: 571 ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ეუთო/ოდირის კრიტიკულ დასკვნას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან". 

"ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვყენა, რომელიც ადასტურებს ადრეულ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით", - წერია განცხადებაში. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.

დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ.

მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს , რომ ეს არჩევნები ეუთო ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.

რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა