მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

დავით გოგილაშვილი - ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა

ნახვები: 680 დავით გოგილაშვილი - ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა

ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე აქციებზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა, დავით გოგილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას მხოლოდ ტელეფონი აღმოაჩნდა, „თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ“.

„მეც ერთ-ერთი დაზარალებული ვარ, რომელიც გამქურდეს. ეს ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, იმისთვის, რომ წაერთმიათ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ტელეფონი აღმომაჩნდა, თუმცა ხალხს არამხოლოდ ტელეფონებს, არამედ საქორწინო ბეჭდებს და ყველაფერს ართმევდნენ. ჩემი ტელეფონი თავდაპირველად ორთაჭალაში რომელიღაც შსს-ს შენობაში გადაიტანეს, თუმცა შემდეგ რომელიღაც პოლიციელმა ან სპეცრაზმელმა ის დიდ დიღომში, თავის საცხოვრებელ ბინაში წაიღო, რისი იდენტიფიცირებაც ტელევიზიებმა მოახდინეს, დაადგინეს ვინაობა - სად ცხოვრობს, რომელ კორპუსში, თუმცა როდესაც ამაზე განვაცხადე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რეაგირება კვლავ არანაირი არ იყო. მათ შეუძლიათ დღესვე დააბრუნონ ჩემი ტელეფონი, თუმცა ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა დავით გოგოლაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა