სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

თეა ზაქარაძე - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება - თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

ნახვები: 690 თეა ზაქარაძე - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება - თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას

ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას - აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ პრემიერთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება.

„ჩვენი ყველას პოზიცია ის არის, რომ რაც გასაკეთებელია სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, უნდა გადაიდგას ნაბიჯი იმისკენ, რომ ყველა დამშვიდდეს და თუ საჭირო იქნება, რომ კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას - ესეც უნდა გადაიდგას.

მე ერთადერთი შემიძლია ის ვთქვა, რომ ჩვენ, აეროპორტს სტაბილურობა გვჭირდება ქვეყანაში. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ბიზნესმა. ხომ იცით რომ დავაფიქსირებთ? ბიზნესზე ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება. ჩემს გარდა 80-100 კაცია, თუ მომეცა აზრის გამოხატვის საშუალება, აუცილებლად დავაფიქსირებ.

მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქვეყანას და ჩვენს ბიზნესს - ავიაციას სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდება. თუ ამისთვის ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, იანვარ-თებერვალში ბიზნესზე აუცილებლად აისახება“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა