სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო - ფულისთვის

ნახვები: 691 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო - ფულისთვის

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, ფიცო იბრძვის ფულისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული სლოვაკეთისთვის იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, პუტინთან ჩრდილოვანი შეთანხმებები ან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაა, ან პირადი სარგებლისთვის მუშაობა.

„ჩვენ მას შევთავაზეთ გადაწყვეტილებები სლოვაკებისთვის პოტენციურ კომპენსაციასთან დაკავშირებით - კონკრეტულად სლოვაკებისთვის - რუსული ტრანზიტისგან მიღებული ზარალისთვის, ასევე ტრანზიტის ალტერნატივები - ნებისმიერი სხვა გაზი, არა რუსული, ევროკომისიის მოთხოვნით. ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. ფიცოს სლოვაკებისთვის კომპენსაცია არ სურდა და მას არ სურს ევროკომისიასთან თანამშრომლობა. რატომღაც მოსკოვი უფრო მომგებიანია. ევროპაში ყველას ესმის რატომ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს არ ესმოდეს“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა