რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს მოითხოვენ
გოჩა მირცხულავა: პაპუაშვილის რელიგიური აღმოჩენები - როცა რუსთაველის კალენდარი გაწუხებს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავ
ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს

ნახვები: 654 რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს

ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს. ამის შესახებ განცხადებას რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი (Republican Study Committee) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ - არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულით რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულად მოიხსენიებს და "ჩინეთისა და ირანის მოყვარულს და ამერიკის მოძულეს" უწოდებს.

იმავე განცხადებაში უილსონი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს და თუ ეს მოხდება, საქართველოს სრულუად უნდა შეუწყდეს დაფინანსება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა