IPN - „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებული ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია
War update: 133 engagements on front line over past day, Defense Forces halt 29 assaults in Pokrovsk sector
Air defense forces shoot down 156 of 183 Russian drones
Russia loses 770 soldiers in war against Ukraine over past day
Russian nighttime drone attack on Kyiv leaves two injured
Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year

ჯო უილსონი - ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა

04.01.2025 ნახვები: 618

კონგრესში ხელახლა წარვადგინეთ “MEGOBARI აქტი”, ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასასრულის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს მე, კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად ხელახლა წარვადგინე “MEGOBARI აქტი” 119-ე მოწვევის კონგრესში როგორც H.R. 36. ჩვენი პირველი პრიორიტეტია ქართული კოშმარის დასრულებისა და აგრესორთა ღერძის მიერ ქართველი ხალხის ტერორიზების შეწყვეტის უზრუნველყოფა”, - წერს უილსონი.

ამასთან, გამოცემა The Hill-ი წერს, რომ რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში კვლავ წარადგინეს “MEGOBARI აქტი”, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა მას შემდეგ ავრცელებს, რაც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერი, კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) უილსონის ოფისში რეპორტიორების მცირე ჯგუფს შეხვდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრისას უილსონმა და კოენმა აღნიშნეს, რომ “MEGOBARI აქტი” ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. კონგრესმენების თქმით, აღნიშნული კანონმდებლობის წარდგენა ახალ კონგრესში ორპარტიული თანამშრომლობის "ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მაგალითია".

როგორც სტატიაშია ნათქვამი, კოენმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ის ელის კანონმდებლობის მიღებას, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს “ქართული ოცნების” საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებას.

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” წარდგენის შესახებ უილსონმა 28 დეკემბერს X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დაახლოებით 15 წუთში ვდებთ ფიცს, ამიტომ ფიცის დადებამდეც, ამერიკის კონგრესი მხარში უდგას ქართველ ხალხს”, - განაცხადა უილსონმა რეპორტიორებთან.

ცნობისთვის, 3 იანვარს აშშ-ის კონგრესი ხელახლა შეიკრიბა ახალი შემადგენლობით და სპიკერად მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) იქნა არჩეული.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხდა წინა კონგრესში “MEGOBARI აქტის” წინ წაწევა, უილსონმა განაცხადა, რომ ის “ისევ და ისევ” მუშაობდა წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან, სტივ სკალისთან (რესპუბლიკური პარტია), მაგრამ “იმდენად ბევრი სხვა საკითხი ჩნდებოდა... არ იგეგმებოდა ამის უგულებელყოფა, მაგრამ ახლა აშკარად ეს [MEGOBARI აქტი] იქნება პირველადი ფოკუსი”.

ამასთან, გამოცემა The Hill-ი კონგრესის თანამშრომლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატის ახლად არჩეული სპიკერი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკური პარტია) მხარს უჭერს ამ კანონმდებლობას და მარტში მისი ერთ-ერთ ძირითად სამთავრობო დაფინანსების კანონმდებლობასთან მიბმას. ასევე აღინიშნება, რომ კანონმდებლობის ზედა პალატის - სენატის - ვერსიას მხარს უჭერენ სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა