სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ, ვინც კიევის ცენტრში იდგა

ნახვები: 684 ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ, ვინც კიევის ცენტრში იდგა

პუტინი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, იგი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის. პუტინს ეს არასდროს გაუკეთებია. მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა იყო, მაგრამ მე ვარ ერთადერთი მთავარსარდალი, ვინც საომარი მოქმედებების ზონას ეწვია, რომელსაც აშშ არ აკონტროლებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, დღეს უკრაინას ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს.

„ჩვენ უკრაინელებს პუტინის შეჩერებაში დავეხმარეთ და ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს. უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დასაცავად მომავალი ადმინისტრაციისთვის საფუძველი შევქმენით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა