სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

მარკ რუტე - პუტინი წარსულში ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 და 2022 წელს, რა იქნება შემდეგი სამიზნე?

ნახვები: 685 მარკ რუტე - პუტინი წარსულში ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 და 2022 წელს, რა იქნება შემდეგი სამიზნე?

წარსულში პუტინი ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც ომები: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 და 2022 წელს. რა იქნება შემდეგი სამიზნე?, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში „თავისას მიაღწევს“.

„ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული. ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ პირველ რიგში გვინდა, რომ მშვიდობა ხანგრძლივი იყოს. არ ვიცი, როგორ ან როდის დასრულდება ომი. ვიცი, რომ მშვიდობის მიღწევა არ მოხდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს, რადგან იგი წინსვლას გააგრძელებს. წარსულში ომების დაწყებით იმუქრებოდა და დაიწყო კიდეც ომები: საქართველო 2008 წელს, უკრაინა 2014 წელს და 2022 წელს. რა იქნება შემდეგი სამიზნე? მშვიდობა ხანგრძლივი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით დაჯდება. ამას კი ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა