სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

უჩა ნანუაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე - კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამ საკითხზე საქართველოშიც გამოძიება უნდა დაიწყოს

ნახვები: 685 უჩა ნანუაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე - კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ამ საკითხზე საქართველოშიც გამოძიება უნდა დაიწყოს

კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედაც, რომ საქართველოშიც უნდა დაიწყოს ამ საკითხზე გამოძიება, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აბუ-დაბიში მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და უმრავლესობის წევრებს ჰგონიათ, ყველგან დაუსჯელი იქნებიან.

„გამოძიების დაწყება აუცილებელია. ჩვენ ვნახეთ ფაქტი, იყო ძალადობის შემთხვევა, შესაბამისად, როცა საუბარია პარლამენტის წევრზე, თანამდებობის პირზე, მათი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებისთვის გასაგები იყოს. პარლამენტის წევრს აქვს თმენის ვალდებულება. ის ვალდებულია კრიტიკა აიტანოს, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც მან მიიღო, საუბარია მათ შორის „რუსულ კანონზე“. ის მზად უნდა იყოს, რომ ასეთი კრიტიკა მიიღოს. როცა ამას ვერ ახერხებს და ძალას იყენებს, მით უმეტეს უცხო სახელმწიფოში, ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პრაქტიკულად, ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და ჰგონიათ, ყველგან დაუსჯელი იქნებიან. გამოძიება აუცილებელია იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ დანაშაულის შემცველი კადრები. კადრები, რომელიც გავრცელდა, პირდაპირ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და სწორედაც, რომ საქართველოშიც უნდა დაიწყოს ამ საკითხზე გამოძიება“, -განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა