მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

სერგეი ლაგოდინსკი - ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის?

ნახვები: 679 სერგეი ლაგოდინსკი - ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის?

ქართველ ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში, და ეს უნდა მისცეთ მათ, ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“აქ დეზინფორმაციასა და ტყუილებზე ვსაუბრობდით და ზოგიერთმა ამ ტყუილმა ამ პოდიუმამდე მოაღწია. ხალხი რაღაც “სისხლიან მაიდანზე” ან “ქუჩაში ძალადობაზე” საუბრობს. ჩვენ ვიყავით ქუჩებში, ბევრი ჩვენგანი ჩავედით თბილისში, ჩვენ რეალურად თქვენს სამუშაოს ვასრულებდით მაშინ, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ აქ იყავით. და ჩვენ დავდიოდით იმ ხალხთან ერთად ცივ ღამეებში, ასობით ათასი ადამიანი. და ისინი თავიანთი და თავისი შვილიშვილების მომავლისთვის მიდიოდნენ, და ამბობდნენ, რომ ევროპული მომავალი სურთ.

ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან. და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება, მაგრამ პარტია, რომელიც საკუთარ თავს “ქართულ ოცნებას” ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხას მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაესხნენ თავს.

ასე რომ, ვკითხულობ: “ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესაკალაციისთვის? თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს - არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში. და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ვნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში. მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ „მსურველთა კოალიციაზე“ უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა