სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

დონალდ ტრამპი - მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს

ნახვები: 688 დონალდ ტრამპი - მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებლად საუდის არაბეთსა და OPEC-ის ქვეყნებს ნავთობის ფასების დაწევისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC) მოუწოდა, დაწიონ ნავთობზე მსოფლიო ფასები და აღნიშნა, რომ ამის ამას მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების “დაუყოვნებლივი” დაწევა მოჰყვება.

“მოვუწოდებ საუდის არაბეთსა და OPEC-ს დაწიონ ნავთობის ფასი. უნდა დაწიოთ! სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რომ ეს არჩევნებამდე არ გააკეთეს.

ახლა ფასი საკმარისად დიდია, რომ [უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის] ომი გაგრძელდეს… ნავთობის ფასი უნდა დაწიოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. შეგიძლიათ ამ ომის დამთავრება,” - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობზე დაწეული ფასების ფონზე ის მოსთხოვს, რომ “საპროცენტო განაკვეთები დაუყოვნებლივ დაიწიოს, და ასევე, ისინი მთელ მსოფლიოში უნდა მცირდებოდეს, საპროცენტო განაკვეთები უნდა მოგვყვებოდეს”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა