სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

გიორგი ბაჩიაშვილი: ის (ბიძინა ივანიშვილი) პირდაპირ დამემუქრა

ნახვები: 691 გიორგი ბაჩიაშვილი: ის (ბიძინა ივანიშვილი) პირდაპირ დამემუქრა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაემუქრა.

ბრალდებულის თქმით, ივანიშვილმა უთხრა, რომ სამოქალაქო დავის ნაწილში მისი გარკვეულ პასუხისგებაში მიცემაა მოსალოდნელი.

როგორც ბაჩიაშვილი აღნიშნავს, დახურულ სხდომაზე, სადაც ივანიშვილი ჩვენებას აძლევდა, ის არც ერთ კონკრეტულ კითხვას არ პასუხობდა, ან პასუხის გაცემას თავს არიდებდა.

„მთავარი მოწმე არც ერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, კითხვაზე, რაც დოკუმენტს, ფაქტობრივ გარემოებას შეეხებოდა, პასუხს თავს არიდებდა. ზოგადად თქვა, მე ვიყავი ინვესტორი და აბა, ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო. თუმცა, ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევებში გაუკეთებია რამდენიმე ასეული ათასი დოლარით მათ შორის, გარანტიის გაცემაც კონკრეტულ პირზე, რომელიც მისი ნათესავი არ ყოფილა. ანუ მას ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩენა უნდა, თითქოს, ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული და გამორიცხული იყო. გაჟღერდა მუქარის შემცველი რამდენიმე წინადადებაც, მათ შორის, სხვა სამოქალაქო სამართლის ურთიერთობას ვგულისხმობ, რაც ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება, ის პირდაპირ დამემუქრა, რომ იქაც მოსალოდნელია გარკვეულ პასუხისგებაში ჩემი მიცემა. ამის არ მეშინია, მესამე შემთხვევა იქნება, როცა სამოქალაქო საკითხი სისხლის სამართლის კუთხით განიხილება ივანიშვილის დავალებით. ასევე, ივანიშვილმა თვითონვე თქვა, არ არსებობს მისი ინფორმაციით, ან მისი დავალებით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ინვესტიციას გარდა იმ მოკლე, 45-დღიანი სესხის გარანტიის ხელშეკრულებისა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

კითხვაზე, მუქარა ახალი დავის დაწყებას ეხებოდა თუ არა, ბრალდებულის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მასთან პრეტენზია აქვს, რომ როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მის როლს გადაამეტა.

„თითქოს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი იმგვარად იყო შედგენილი, რომ ჩემი როლი, როგორც კომპანიის დამფუძნებლის და ფონდის მმართველი სტრუქტურის დამფუძნებლის, გადამეტებული იყო და ამასთან ჰქონდა მას პრეტენზია“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ საქმეზე, სადაც დაზარალებულია, ხოლო ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილია, ჩვენება დახურულ სხდომაზე მისცა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა