მეორადი ჩარიცხვის შედეგად უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა
სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving

თინა ბოკუჩავა - ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს

ნახვები: 680 თინა ბოკუჩავა - ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს

ფაქტია, რომ ივანიშვილი დიქტატურის დამყარებას ცდილობს, ეს უკვე აღარ არის ავტორიტარიზმისკენ მიმართული ნაბიჯები - ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკოსს გიგი უგულავასა და კიდევ 3 პირის სასამართლო სხდომამდე განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს პროტესტის საჯაროდ გამოხატვის გამო სჯიან.

„ის ცდილობს, რუსული ტიპის დიქტატურის დამყარებას ცდილობს საქართველოში. იჭერენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატავს პროტესტს, სადაც ათეულობით პატიმარია, მათ შორის არასრულწლოვნებიც და მედიის წარმომადგენლებიც არიან, ასევე არის მოშიმშილე ქალი მედიის წარმომდგენელი [მზია ამაღლობელი], რომელმაც „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში გმირობა გვაჩვენა. ეს არის სრული საზოგადოებრივი ტერორის მცდელობა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რათა დიქტატურის კონსოლიდაცია მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ხალხის კონსოლიდაცია მოჰყვება, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის დიქტატურას",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით წარედგინათ, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა