სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ პროტესტი აღკვეთონ, მედია გააჩუმონ, პოლიტიკოსები ციხეში ჩასვან

ნახვები: 681 გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ პროტესტი აღკვეთონ, მედია გააჩუმონ, პოლიტიკოსები ციხეში ჩასვან

"ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ პროტესტი აღკვეთონ. მედია უნდათ, რომ გააჩუმონ. პოლიტიკოსები უნდათ, რომ ციხეში ჩასვან. აი, ეს არის მათი მიდგომა, ამით უნდათ, რომ დიქტატურა დაამყარონ, - ასე გამოეხმაურა კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას, რომელიც „მედიის კანონის” მიღებას ეხება.

მისივე თქმით, საზოგადოებამ “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას უნდა დავუპირისპიროთ მეტი პროტესტი, ერთიანობა და წნეხი.

„პოლიტიკურ ოპონენტებს დაჭერა, მედიას გაუქმება, ხალხს სახლში გამოკეტვა - ეს არის გზა თვითმარქვია რეჟიმის. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მეტი პროტესტი და ერთიანობა. რაც უფრო სწრაფად, ღრმად შეტოპავენ, უფრო მალე დაამთავრებენ თავის თავს. არ ეგონოს ივანიშვილს, კობახიძეს და ვინმეს, რომ გადაურჩებიან, აი, ამ ნაბიჯებს, რასაც ისინი ახლა დგამენ. ამ ადამიანებს უნდათ, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაამყარონ. მე კი ვეუბნები, რომ საქართველოში დიქტატურა არ დამყარდება და თქვენ მოგიწევთ ხალხის ნებას დაემორჩილოთ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რაზეც გვქონდა პარტნიორებთანაც საუბარი და რაც გვაერთიანებს სრულიად ქართულ საზოგადოებას.

„ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ პროტესტი აღკვეთონ. მედია უნდათ, რომ გააჩუმონ. პოლიტიკოსები უნდათ, რომ ციხეში ჩასვან. აი, ეს არის მათი მიდგომა, ამით უნდათ რომ დიქტატურა დაამყარონ. თუ თავისუფალი მედია არ იქნება, თუ პროტესტი არ იქნება, თუ პოლიტიკა არ იარსებებს ქვეყანაში, მაშინ იქნება დიქტატურა. ეს უნდათ, რომ მათ დაამყარონ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მეტი პროტესტი, ერთიანობა და წნეხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ნაბიჯები მათი მხრიდან მოსალოდნელიც კი იყო, იმიტომ, რომ ამას ჩვენ ღიად ვამბობდით. მათ აირჩიეს ქვეყნის იზოლაციის, განადგურების გზა. ამიტომაც მათთვის მედია არის საფრთხე და პრობლემა”, - განაცხადა ვაშაძემ.

 

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

მისი განმარტებით, კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

მდინარაძის თქმით, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა