სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ეგ GDS კი არაა, საზოგადოებრივია და რით ვერ შეეგუეთ ამას? - ზუკა ნემსაძე

ნახვები: 690 ეგ GDS კი არაა, საზოგადოებრივია და რით ვერ შეეგუეთ ამას? - ზუკა ნემსაძე
"ე.წ. საგამოძიებო კომისიამ, თქვენი არაფორმალური "უმფროსი", რომ "დეიბაროს"?! იმდენი ცოდვა აქვს წერილი კი არა, საზმაუ კი არა, დაუცველობა კი არა, საკუთარ თავები დაგრჩებათ უკან - პატრონის დასაცავად!", -ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე წერს. 
 
პოსტს, უცვლელად გთავაზობთ:
 
"პრობლემა ის კი არა არის, პირველი არხი (პირველ არხელებო) რაღაც უმსგავსობაზე ხელი, რომ მოაწერეთ. პრობლემა ის არის ახლა გაცხოველებული ინტერესით, რომ წერილის გამტანს ეძებთ . თურმე "ხელფასს რომ ვერ ელევა, მაგრამ მეორე ოჯახს, ასეთ რამეს უკეთებს" არ მოგნიშნავთ. უბრალოდ, თუ წერილზე ხელი მოაწერეთ, ახლა ნუღარ გრცხვენიათ. თუ ვინმემ დაგაძალათ გამოდით და თქვით!
ჰო, მართლა არ მესმის "ხელფასს ვერ ელევა" - ფრაზა. ეგ GDS კი არაა, საზოგადოებრივია და რით ვერ შეეგუეთ ამას? აქ ხალხი იხდის ფულს და არა ერთი კაცი. ან ეს კონკრეტული პირი რატომ უნდა წავიდეს, რა თქვენი ტელევიზია?! გადადით მეგობრებო, სხვა, ბევრი მედიაა სადაც შეძლებთ უმსგავსობებზე ხელის მოწერის შემდეგ, ეგ ფრაზა თქვათ: "ხელფასს ვერ ელევა".
ახლა, 10-მდე დაითვალეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, სიუჟეტებს მიუსხედით - ე, მანდ, არაფერი გამოგრჩეთ. ისე, არ გეშინიათ? ე.წ. საგამოძიებო კომისიამ, თქვენი არაფორმალური "უმფროსი", რომ "დეიბაროს"?! იმდენი ცოდვა აქვს წერილი კი არა, საზმაუ კი არა, დაუცველობა კი არა, საკუთარ თავები დაგრჩებათ უკან - პატრონის დასაცავად!
P.S. ყველას არ ეხება, იქ მუშაობენ, გონიერი, ჭკვიანი და კარგი ჟურნალისტები, უბრალოდ, ყველა დროის პროპაგანდისტები ჩრდილავდნენ მუდამ.
აჭარის ტელევიზია • Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - თქვენზე მერე დავწერთ, რას და როგორ შვებით და რატომ! 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა