ვენეციის კომისია: საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს უქმნის - კომისია მათ გადახედვას მოითხოვს
რომან გოცირიძე: საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მხოლოდ პროცენტებით შედარება რეალურ სურათს ამახინჯებს
ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support

ლევან სანიკიძე - რა სახელიც არ უნდა შეეცვალოს ზურაბიშვილის გარშემო არსებულ შეკრებებს, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ

ნახვები: 508 ლევან სანიკიძე - რა სახელიც არ უნდა შეეცვალოს ზურაბიშვილის გარშემო არსებულ შეკრებებს, მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ

რა სახელიც არ უნდა შეეცვალოს ზურაბიშვილის გარშემო არსებულ შეკრებებს, ჯერ აქ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ - 26 მაისს აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები რუსთაველის გამზირზე. 26 მაისი არის სახალხო ზეიმის დღე, არავის აკრძალვა არ უნდა მოხდეს, - ასე პასუხობს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ლევან სანიკიძე კითხვას, შეუერთდება თუ არა მისი პარტია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ 26 მაისის მოსამზადებელ კომიტეტს.

როგორც ლევან სანიკიძე აღნიშნავს, 26 მაისი საამაყო თარიღია და არავის აკრძალვა არ უნდა მოხდეს.

"ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია - რა სახელიც არ უნდა შეეცვალოს ზურაბიშვილის გარშემო არსებულ შეკრებებს, ჯერ ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ აქ მონაწილეობის. 5 თვის განმავლობაში ვიყავით ამის თანამონაწილეები. 26 მაისს აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები რუსთაველის გამზირზე. ეს არ იქნება მანიფესტური ხასიათის. 26 მაისი არის სახალხო ზეიმის დღე. უნდა დავიცვათ ის თავისუფლება, რაც წინაპრებისგან მივიღეთ. ეს საამაყო თარიღია. არავის აკრძალვა არ უნდა მოხდეს. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, უნდა იყოს ამ დიდი სახალხო ზეიმის მონაწილე. "ქართული ოცნებისგანაც" უცნაური იყო გადაწყვეტილება, რომ საზეიმო ღონისძიება ორბელიანზე ტარდება და არა რუსთაველის გამზირზე. ვერავის დავუშლით იქ მოსვლას და სახალხო ზეიმში მონაწილეობას. ეს არ უნდა იყოს მანიფესტური, არავის საწინააღმდეგო დღე არ უნდა იყოს. ეს არის თარიღი, რომელიც ყველას გვეკუთვნის. ვინც არ იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული, იმ ადამიანებს იქ არაფერი ესაქმებათ. დარწმუნებული ვარ, კობახიძის ოჯახში 25 თებერვალს ზეიმობენ“,- აღნიშნა სანიკიძემ.

გარდა ამისა, მან „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ გაკეთებული განცხადებას შეაფასა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ემზადება საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების ერთდროულად ჩასატარებლად. როგორც სანიკიძე აღნიშნავს, მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, ინიშნება თუ არა ახალი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად.

„თუ არ შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუ არ შეიცვალა შესაბამისი კანონმდებლობა, თუ პოლიტპატიმრები არ გამოვიდნენ ქუჩაში, თუ ხელისუფლებაში იქნება ის ძალა, რომელიც ვერ ამბობს თავისი პირით, რომ 9 აპრილი რუსეთის მოწყობილია, ამ ადამიანებთან ერთად ამ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება არ უნდა იყოს სპეცოპერაციაში მონაწილეობა.

მთავარია, რა პრინციპებით იქნება ჩატარებული ახალი არჩევნები თუ თვითმმართველობის. ჩვენი მთავარი დღის წესრიგი უნდა იყოს ის, რომ პარტიები აქტიურად ვმუშაობდეთ ჩვენს გაძლიერებაზე, ნებისმიერი სცენარისთვის ვიყოთ მზად, მათ შორის სამართლიანი არჩევნების პირობებში მონაწილეობის მიღებაზე. უნდა გვქონდეს საერთო ხედვა, რა მიგვაჩნია სამართლიან კონკურენტუნარიან არჩევნებად, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" და დასავლელ პარტნიორებთან გვქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რა შემთხვევაში ვაღიარებთ წინასწარ არჩევნებს სამართლიანად. თუ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, თუ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი, ბუნებრივია ამას ითხოვს ხალხი. თვითმმართველობის არჩევნებზე ცალსახა პოზიცია გვაქვს, მარტო თვითმმართველობის არჩევნებზე, ამ ფორმით ფიქრსაც არ ვაპირებთ“,- აღნიშნა სანიკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა