სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

მეუფე იაკობი კორონავირუსით დაინფიცირდა

ნახვები: 692 მეუფე იაკობი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მიტროპოლიტ იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ბოქსირებული განყოფილების დირექტორის, ლალი ტურძილაძის განცხადებით, მეუფეს კვლევები უტარდება და ამ დროისთვის სხვა ინფორმაციას ვერ გააჟღერებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ქადაგებაზე მეუფე იაკობმა თქვა, რომ კორონავირუსი ვერაგია და ის ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, რადგან ხალხი გადაგვარებული იყო.

"ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ - ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ. ასე ცუდად თუ მოვიქეცით, სიკვდილიანობაც გვენება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს", - თქვა მეუფე იაკობმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა