მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული “პოსტების“ გამო სასამართლოში იბარებენ

12.06.2025 ნახვები: 492

სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების შეურაცხყოფისთვის სასამართლოში იბარებენ.

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი - მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვახო სანაია, ტელეწამყვანი - ვიკა ბუკია, აქტივისტი - ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი - ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი.

ასევე, სასამართლოშია დაბარებული ოპოზიციონერი ლევან ხაბეიშვილი.

ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც, სადაც ჩანს, რომ სასამართლოდან დაურეკეს და მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფის გამო დაიბარეს.

ჩერგოლეიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები.

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი კი აცხადებს, რომ ის სასამართლოში უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამოა დაბარებული.

“სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე. მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ“, - წერს მამისეიშვილი და დასძენს, რომ უჩივიან 25 თებერვლის პოსტის გამო.

ასევე, ტელეწამყვან ეკა მიშველაძის განმარტებით, მას სასამართლოდან არავინ შეხმიანებია, თუმცა სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე მისი სახელი და გვარი წერია და პროცესია ჩანიშნული.

“ხალხო, სასამართლოს ვებ-გვერდზე წერია, რომ ხვალ 16:00 საათზე ეკატერინე მიშველაძის პროცესია. ოღონდ, ჩემთვის არც არავის დაურეკავს და არც შეტყობინება მომსვლია! ნეტავ მე ვარ თუ სხვა ეკატერინე მიშველაძეა?”, - წერს ტელეწამყვანი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების საქმეზე დაიწყო.

კერძოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის საფუძველზე. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის მასალები დღეს, 11 ივნისს წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა