შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა

ნახვები: 447 „ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა

„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეიტანა და შესაბამისი კანონპროექტი, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით მიიღო.

საკანონმდებლო ინიციატივა 84 ხმით - ერთხმად დაამტკიცეს.

პროექტის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობისგან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.

ამასთან, პროექტი განხილვის პროცესში გადამუშავდა და ცვლილებები სხვა მუხლებსაც შეეხო. კერძოდ, დამატებითი ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, ასევე სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების და „სხვა სახის დახმარების ფორმით“ გრანტად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, იმ სფეროთა ჩამონათვალს, რა მიმართულებითაც გრანტი შეიძლება გაიცეს, თავდაცვა და უსაფრთხოება დაემატა.

კანონპროექტის გადამუშავებული რედაქციით, ჩასწორდა გრანტის გამცემ დონორთა ჩამონათვალი და მათ სიას “აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია“ დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი სახსრები გრანტად იქნება მიჩნეულნი.

საბოლოოდ მიღებული კანონის პროექტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება როგორც წერილობითი ხელშეკრულება დონორსა და გრანტის მიმღებს შორის, ასევე უცხოური გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა