მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

12.06.2025 ნახვები: 427

 

 13 ივნისს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება! სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები 3 დღის განმავლობაში შთამაგონებელ და უნიკალურ ამბებს გაგვიზიარებენ. ფესტივალი, რომელიც მოიცავს დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს, თბილისში 13-15 ივნისს ჩატარდება.

ფესტივალის გახსნის დღეს სხვადასხვა სივრცე დაეთმობა მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ისაუბრებენ მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის -  მსოფლიოს ახალ პერსპექტივებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ლიდერობაზე, მხატვრობაზე, ფილოსოფიაზე, არქიტექტურაზე, მედიაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა თუ მედიცინაზე. იმდენად დიდი და მრავალფეროვანია ფესტივალის მომხსენებელთა სია, რომ ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი ადამიანი იპოვის.

ZEG Storytelling Festival-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებსაც ჩვენამდე მოაქვთ მსოფლიოსა, თუ პირად საქმიანობაში მომხდარი გამორჩეული, საინტერესო ამბები. წელს ZEG-ზე დიდი ყურადღება დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც.

120-ზე მეტ მომხსენებელს შორის არიან ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი; ლეგენდარული ბრიტანელი ფოტოგრაფი პლატონი; The New Yorker-ის ჟურნალისტი, მწერალი და ბესტსელერი წიგნის "The Moth and the Mountain" ავტორი ედ სიზარი; წამყვანი ამერიკელი პედიატრი სემა ჯილანი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ავღანეთში, ისრაელში, ღაზას სექტორში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში დაზარალებულებთან; ადამ ფეიზი, მწერალი, პროდიუსერი და რეჟისორი, ავტორი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა „How Moving” და „River Fork”; ინოვაციური და მდგრადი ურბანული დიზაინის ცნობილი ჩილელი არქიტექტორი ალეხანდრო არავენა; წელს კვლავ ვუმასპინძლებთ სატირიკოსს, აღიარებული სატელევიზიო სერიალებისა და ფილმების, „Veep“-ის და "სტალინის სიკვდილის" ავტორს არმანდო იანუჩის; ასევე უკრაინელ ფილოსოფოსს ვოლოდიმირ ერმოლენკოს და უამრავ სხვა საინტერესო სპიკერს. 

ფესტივალის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით, ჯამში ოთხი მსხვილი პანელური განხილვა მოეწყობა. მათგან გამორჩეულია, მთავარი სცენაზე, 13 ივნისს ჯო საბიას და მაკუნა თავბერიძის საუბარი თემაზე „როდესაც იმედი დეფიციტშია“. როგორ შექმნა იმედის მომცემი ნარატივი, როდესაც სამყარო უიმედოდ გამოიყურება? და რა განსხვავებაა ნამდვილ შთაგონებასა და ცარიელ სამოტივაციო სიტყვებს შორის? ეს ის აქცენტების რაზეც ამერიკელი კინემატოგრაფი და ციფრული კონტენტის პროდიუსერი ჯო საბია და თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი მაკუნა თავბერიძე ისაუბრებენ. მოგეხსენებათ, სულ ახლახან, თიბისის გუნდმა ახალი გზავნილი გაახმოვანა: „მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ - მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub TbilisiCoda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: TBC Concept, UN Women, European Cultural Foundation, Coca-Cola, Cellfie, BMW, Luminate, Culture of Solidarity Fund, Setanta Sports, Swiss Agency for Development and Cooperation, The Embassy of The Kingdom of The Netherlands in Georgia, Windfor’s, Reckless, AI Accountability Network - Pulitzer Center, Tbilisi Architecture Biennial, IRCT - International Rehabilitation Council of Torture Victims, United Against Torture, Embassy of Sweden in Georgia, Royal Norwegian Embassy in Tbilisi, Embassy of Denmark in Georgia, Adjara Group, Honore, Monkey Shoulder, Aprili Media, AT.ge, Business Press News.

მისამართი: კონსტიტუციის ქუჩა #4.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა