ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი პირდაპირ უკრაინაში თუ ჩამოფრინდება, მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვქონდეს
ირაკლი კობახიძე - ინფრასტრუქტურაში ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა, რაც მთლიანად შეიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფრხრელად სამუშაოები მიმდინარეობს
პროკურორი - ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს
რომან გოცირიძე - უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთს წინსვლა აქვს ომის ველზე
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ლევან ხაბეიშვილი - თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც!
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი - ბრალდებამ მიიჩნია, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

ისრაელის არმიის მიერ ლიკვიდირებულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ასევ რამდენიმე გენერალი და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერი

13.06.2025 ნახვები: 397

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ სალამი თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორისაა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახელმწიფო მედია, FARS NEWS-ი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის ფარგლებში დაიეუპა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მოჰამედ ბაღერი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი და აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი, ალი შამხანი ისრაელის საჰაერო ძალების მიერ მისი საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაიჭრა, რის შემდეგაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სიკვდილს ებრძვის.

თეირანზე განხორციელებული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ასევე ლიკვიდირებულია ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბას-დავანი.

თეირანზე ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული მასობრივი დარტყმების ფარგლებში ლიკვიდირებულია ირანის ბირთვული პროგრამის საკვანძო მეცნიერი და აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დოქტორი მოჰამად მეჰდი თეირანჩი.

სახელმწიფო მედიის ცნობით, დაღუპულია არიან ასევე ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი.

დადასტურდა, რომ თეირანზე მიმდინარე ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად ლიკვიდირებულია ირანის გენშტაბის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი, ღოლამ ალი რაშიდი.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ლიკვიდირებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი, ამირ ალი ჰაჯიზადე. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა