რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული C130 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მერიის ინიციატივით, კლინიკა "ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ
კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ექნებათ
ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის
მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს
შსს - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი
გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოში კასტინგია - ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი
Occupiers seize cars from residents of Skadovsk at gunpoint – partisans

ჯანო არჩაია გამომძიებელს - რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?

13.06.2025 ნახვები: 368

რატომ არის საჭირო ტყუილები, ოჯახს შევატყობინეთო? არავის შეუტყობინებია, ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, სად ვიყავი, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ჯანო არჩაიამ სასამართლო პროცესზე გამომძიებელ გოგიტა ხარატიშვილს.

სწორედ აღნიშნული გამომძიებელი აძლევს ახლა სასამართლოში ჩვენებას.

როგორც ბრალდებულის კითხვებიდან ირკვევა, ის „პოლიციაში მოტყუებით მიიყვანეს“. აღნიშნულის საპასუხოდ გამომძიებელმა განაცხადა, რომ „არ ესმის, რაზე საუბრობს“.

„რატომ არ იცოდა ჩემმა ოჯახმა ჩემი დაკავების შესახებ? რატომ არ მომეცით ზარის განხორციელების უფლება?.. რამდენი ხანი გეხვეწებოდით სასწრაფო გამოგეძახებინათ, რადგან მეუღლე გახდა ცუდად. რატომ არის საჭირო ტყუილები, ოჯახს შევატყობინეთო? არავის შეუტყობინებია, ჩემმა ოჯახმა არ იცოდა, სად ვიყავი.

პოლიციასთან მიგვიტყუეს, ხელია საბუთებზე მოსაწერიო, სხვათა შორის, ჩემი ბიჭიც დაკავებული გყავდათ და ამბობთ, მარტო დავაკავეო“, - განაცხადა არჩაიამ.

აღნიშნულზე მას გამომძიებელმა უთხრა: „ვერ ვხვდები, რაზე საუბრობთ“.

„პოლიციასთან მანქანის დაპარკინგებაც არ მაცადეთ, საღამოს 9 საათამდე გეჯექით მანქანაში გაურკვეველი მიზეზით, გამვლელსაც არ უშვებდით. ჩემი ბიჭი რატომ დააკავეს ან მე თუ დამაკავეს, რატომ არ მომცეს საშუალება ოჯახთან დამერეკა?“, - იკითხა არჩაიამ.

აღნიშნულის საპასუხოდ გამომძიებელმა განაცხადა, რომ „მისი ოჯახისთვის შეტყობინება ვადებში მოხდა“.

„მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თქვენს შვილს რა პრობლემა ჰქონდა, ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ხარატიშვილმა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა