ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი პირდაპირ უკრაინაში თუ ჩამოფრინდება, მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვქონდეს
ირაკლი კობახიძე - ინფრასტრუქტურაში ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა, რაც მთლიანად შეიცვალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფრხრელად სამუშაოები მიმდინარეობს
პროკურორი - ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეში რუსეთის მოქალაქეების, მოკლული ლევან ჯანგველაძის მეგობრების ჩვენებები დევს
რომან გოცირიძე - უკრაინაში ომი გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთს წინსვლა აქვს ომის ველზე
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ლევან ხაბეიშვილი - თუ მიპირებთ ჩამოხრჩობას, ვიცოდე მაინც!
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი - ბრალდებამ მიიჩნია, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი

16.06.2025 ნახვები: 373

ირანში რეჟიმის ცვლილება შეიძლება იყოს ისრაელის სამხედრო იერიშის შედეგი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია. ვფიქრობ, მას ძირითადად რჩება ორი რამ – თავისი გეგმა, ჰქონდეს ატომური ბომბები და ბალისტიკური რაკეტები. ეს არის ძირითადად ის, რაც ირანს აქვს. მათ, რა თქმა უნდა, არ ჰყავთ ხალხი. ხალხის ოთხმოცი პროცენტი გამოაგდებდა ამ თეოლოგიურ ყაჩაღებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი ვერ დაუშვებენ, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღი ჰქონდეს.

„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელია ჩვენი ორმაგი მიზნის მისაღწევად, აღმოვფხვრათ ორი ეგზისტენციალური საფრთხე – ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ირანზე იერიშს, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ და გავუზიარეთ შეერთებულ შტატებს, სრულიად ნათელი იყო. სრულიად ნათელი იყო, რომ ირანი მუშაობდა ურანის იარაღად გარდაქმნის საიდუმლო გეგმაზე. ისინი ძალიან სწრაფად მიდიოდნენ წინ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა