4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა
მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

ირანი მოლაპარაკებებს არ თანხმდება

16.06.2025 ნახვები: 447

ირანი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ დათანხმდება, ვიდრე ისრაელის თავდასხმის ქვეშ იმყოფება. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ირანმა კატარელ და ომანელ შუამავლებს განუცხადა.

„ირანელებმა კატარელ და ომანელ შუამავლებს აცნობეს, რომ ისინი სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ განაახლებენ, როცა ირანი დაასრულებს ისრაელის პრევენციულ თავდასხმებზე რეაგირებას“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით.

ამავდროულად, 

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.

მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, სულ მცირე, 654 დაშავებული.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასიური საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა