შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

ირანის სეისმოლოგიური ცენტრი ფორდოს ბირთვული ობიექტის რაიონში მიწისძვრის შესახებ იუწყება

ნახვები: 496 ირანის სეისმოლოგიური ცენტრი ფორდოს ბირთვული ობიექტის რაიონში მიწისძვრის შესახებ იუწყება

ირანის სეისმოლოგიური ცენტრი ფორდოს ბირთვული ობიექტის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შესახებ იუწყება.

მათი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუმიდან 29 კმ-ის დაშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 2,5 მაგნიტუდას შეადგენდა. დაზარალებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფორდოს ქარხანა არის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი, რომელიც მდებარეობს მთიან გვირაბებში ირანის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ქუმთან ახლოს.

მანამდე ირანში განაცხადეს, რომ ისრაელის საარაკეტო თავდასხმის შედეგად ბირთვული ობიექტის რაიონში აფეთქებები მოხდა.

Tasnim-ის სააგენტოს მონაცემებით, ობიექტზე დაზიანებები არ დაფიქსირებულა. ანალოგიური განცხადება გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა