შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

დონალდ ტრამპი - ზუსტად ვიცით სად იმალება “უზენაესი ლიდერი”, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, მინიმუმ ამ მომენტისთვის - ჩვენი მოთმინება იწურება - უპირობო დანებება!

ნახვები: 503 დონალდ ტრამპი - ზუსტად ვიცით სად იმალება “უზენაესი ლიდერი”, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, მინიმუმ ამ მომენტისთვის - ჩვენი მოთმინება იწურება - უპირობო დანებება!

ზუსტად ვიცით სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი”, ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ახლა ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი ცის რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, და ბევრი, მაგრამ ის ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, მოფიქრებულ და აწყობილ “ნივთებს”...

ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ - მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, - წერს ტრამპი.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპი წერს: "უპირობო დანებება!"

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა