რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქული C130 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
წალენჯიხის მერიის ინიციატივით, კლინიკა "ოფთალმიჯის“ ექიმები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ
კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ექნებათ
ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის
მზია ამაღლობელი - ჩემი პატიმრობა რეჟიმის გადაწყვეტილებაა: იშვიათად ყოფილა კვირა, რომ ძალაუფლებაში მყოფი „ოცნების“ ლიდერები პროპაგანდისტული ეთერებიდან არ დამსხმიან თავს
შსს - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი
გოჩა მირცხულავა: საპატრიარქოში კასტინგია - ხვალ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქი
Occupiers seize cars from residents of Skadovsk at gunpoint – partisans

რაჟდენ კუპრაშვილი - ანტიკორუფციული ბიურო „ფარას“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს ახორციელებს

18.06.2025 ნახვები: 363

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითხოვს მოქალაქეების პირად და პროფესიულ ინფორმაციას.

კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიურო მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისი უმთავრესი პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.

მისი განმარტებით, ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიზნად ისახავს მხოლოდ ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას და არ სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოს. კუპრაშვილი ასევე აცხადებს, რომ ბიურო უზრუნველყოფს როგორც პროფესიული, ასევე პირადი მონაცემების დაცვას.

„ანტიკორუფციული ბიურო, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს კანონის - „ფარას“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე , მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს.

კანონის უზენაესობის და აღსრულების პროცესში ბიურო უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია. დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას“,- განაცხადა კუპრაშვილმა.

კუპრაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ ბიურო გააგრძელებს იმ ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, რომლებიც არადეკლარირებულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და ფინანსდებიან გაუმჭვირვალე წყაროებით.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას მინდა მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებთ, რომ კანონის უზენაესობა და აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციის საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიულ თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობები არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

ასევე ვადასტურებთ, რომ ბიუროს საქმიანობა არის ღია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანამშრომლობისთვის მოგვმართოს. ამის მაგალითი იყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ბიურომ აწარმოვა როგორც ახალი კანონების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ასევე ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან, დეზინფორმაციული კამპანია სცდება საქართველოს ფარგლებს სცდება და მიზნად ისახავს ავტორიტარული საერთაშორისო ინსტიტუტებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამიერიდან ბიურო გააგრძელებს და უშუალო კომუნიკაცია ექნება ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ამ სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით უშუალოდ მათ მივაწვდით ინფორმაციებს, რათა არ მოხდეს დისკრედიტაცია აღნიშნული პროცესის",- განაცხადა კუპრაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა