მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო, რომელიც უსაფუძვლოდ ატარებს ახალ არჩევნებს, არ შეიძლება იყოს სტაბილური და ამას ერქვას დემოკრატია

06.01.2021 ნახვები: 652

ოპოზიცია რასაც ამბობს, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი წელი ჩვენი საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პლებისციტზე მკაფიო არის არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით, ცხრა პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება" აშენებს სახელმწიფოს, სადაც დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა არის მთავარი.

„თქვენ გინდათ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ოპოზიციას რომელიმე არჩევნებზე შედეგები თუ არ მოსწონს და არ სურს, რომ იყოს ოპოზიცია, ამისთვის ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს?! კიდევ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა იყოს გაურკვევლობაში, იქნება თუ არა ახალი არჩევნები, ინვესტორები კიდევ წელი უნდა დაელოდონ სტაბილური მმართველობის მომენტს, ბიზნესმენები უნდა დაელოდონ, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღონ და ქვეყანაში უნდა იყოს კიდევ ერთი წელი გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, ჩატარდება თუ არა ახალი არჩევნები. ოპოზიცია რასაც ამბობს, რომ ერთ წელიწადში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე პლებისციტი ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ერთი წელი ჩვენი საზოგადოება უნდა დაელოდოს იმას, რაზეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პლებისციტზე მკაფიო არის არჩევნები. არჩევნებზე მოვიდა ორი მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, შედეგები სახეზე გვაქვს და ამ შედეგების მიხედვით, ცხრა პოლიტიკური პარტია არის პარლამენტში. ერთი ნიუანსია მანდ: ოპოზიციის მოთხოვნებს სჭირდება საფუძველი. სახელმწიფო, რომელიც უსაფუძვლოდ ატარებს ახალ არჩევნებს, ჩემი აზრით, არ შეიძლება იყოს სტაბილური და ამას ერქვას დემოკრატია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა