მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

„თბილისობა 2025“ 20-21 სექტემბერს გაიმართება

ნახვები: 565 „თბილისობა 2025“ 20-21 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2025“ დედაქალაქში წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდებათ თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები.

„ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა – „თბილისური მრავალფეროვნება“,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.

 

რიყის პარკი

20 და 21 სექტემბერი

12:00 – 22:00

გასტრონომიული ფესტივალი

სამეწარმეო მარკეტი

ტკბილეულის ფესტივალი

ღვინის და ყველის სივრცე

ლუდის ზონა

დეკორატიული თაღი და ხეივანი

ატრაქციონები

ღია კინოთეატრი

თემატური დეკორაციები, ინსტალაციები და ფოტოზონები

თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები

ზღაპრის გმირების მსვლელობა

სხვადასხვა საბავშვო-გასართობი აქტივობები

სპორტული აქტივობები: ქართული ჭიდაობა, კრიობა, ნარდი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი, მინიგოლფი.

საბავშვო კონცერტები

საღამოს კონცერტები

 

რიყის პარკის მუსიკალური პროგრამა 

20 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები 

12:00 – „ბზიკების სტუდიის“ კონცერტი

13:00 –   სტუდია „ნუცას სკოლას“ კონცერტი

14:00 –  ანსამბლ „ენკი-ბენკის“ კონცერტი

15:00 – „ანა-ბანას“ სტუდიის კონცერტი

 

20 სექტემბერი 

18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

 

21 სექტემბერი – საბავშვო კონცერტები  

12:00 –  ჟირაფი ჟოზეს წარმოდგენა

13:00 –  ანსამბლ „სი მი“-ს კონცერტი

14:00 – „ქენდი სტუდიოს“ კონცერტი

15:00 – „ბასტი-ბუბუს სტუდიის“ კონცერტი

21 სექტემბერი

18:00 – ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტი

 

21 სექტემბერი – ევროპის მოედანი 

20:00 – საზეიმო გალა-კონცერტი „ყველა უმღერის თბილისს“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა