Reuters - ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 3000-ს აჭარბებს
მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად დასახელდნენ
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი
დონალდ ტრამპი - გრენლანდიის საკითხზე ნატო-ს ვესაუბრებით
ბაჩო ახალაია - სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება
ვოლოდიმირ ზელენსკი - დაზვერვისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასირებულ დარტყმებს ამზადებენ
ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ

13.11.2025 ნახვები: 382

ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიმდინარე პროცესი პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„საქართველოს პროკურატურა, სამწუხაროდ არ გამოირჩევა აზრის მკაფიოდ ფორმულირების დიდი უნარით, ამიტომ ბრალის დადგენილებიდან ნაკლებად ირკვევა, თუ რა არის რეალურად საბაბი და მოარგებენ მოგვიანებით რასაც მოუნდება იმას. განხორციელებულია ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის, ჯგუფის წევრებად დასახელებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური ტყვეები არ იცნობენ და პროკურატურა ვერავითარ საშუალებას ვერ გამოიყენებს, რომ კავშირი დაადასტუროს. ჯერჯერობით არ ვიცით პროკურატურის მტკიცებულებათა სია.

ბრალის დადგენილებაში ტყუილებიც არის მოცემული, მაგალითად წერია, რომ პაატა ბურჭულაძე შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შსს-ს თანამშრომლებს. პაატა ბურჭულაძის აქციაზე ყოფნის უწყვეტი ვიდეო კადრები არსებობს, პირდაპირ ეთერში გადაცემული, სადაც ჩანს, რომ არავითარ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამ ნაწილს ვუყურებთ არა როგორც მართლმსაჯულების პროცესს, სადაც რაიმეს შინაარსი გააჩნია, არამედ პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელ ნაწილს. სამწუხაროდ, შინაარსობრივი კამათისა, ზოგადი შეფასებების გაკეთება გვიწევს.

ძალადობის ნაწილი წინა ბრალშიც იყო, თუმცა პროკურატურის ვერსია შეცვლილია.

ბრალის დადგენილებაში, რომელიც მე გადმომეცა წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, შესაძლოა ოდესღაც აქციაზე ერთად იმყოფებოდნენ.

ბრალში წერია, რომ მოუწოდებდნენ და ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რომელიც დანაშაული ფორმალურად არ არის, თუმცა ეს „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად ჩათვალა",- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა