სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

რა დაგვიბარა ივანიშვილმა?

13.01.2021 ნახვები: 1050

ავტორი: გოჩა მირცხულავა

ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუმ ბევრ კითხვას გასცა პასუხი, განსაკუთრებით იმათთვის ვისაც კონტექსტის გააზრება შეუძლია და სიტყვის მიღმა სხეულის ენის წაკითხვაც იცის.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან მესამე დღეს - საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მას არ უშვებს! არ უშვბენ როგორც მისი მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ერთსაც აქვს ამის მიზეზი და მეორესაც. მომხრეებისთვის მისი არაფორმალურ მმართველად დარჩენა ფრიად მისაღებია, ბოლო-ბოლო მომრიგებელიც ეყოლებათ და უმაღლესი არბიტრი. მოწინააღმდეგეების დაჟინებული - „არ წასულა!" კი უკვე სასაცილოც ხდება, როდესაც მათი ნარატივი, რომც არ წასულიყო, უნდა იყოს - წავიდა!

ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც პოლიტიკისებად წოდებული „ქართული ოცნების" ცალკეული წევრი კითხვაზე - „მიდის?", კითხვის დამსმელის მისამართით საფეთქელთან იდებდა საჩვენებელ თითს - გააფრინეთო და მედიასაშუალებებს სიცრუის ტირაჟირებაში უტიფრად ადანაშაულებდა - ვწერდი, რომ ივანიშვილი გარემოებების ტყვეა და ძაანაც რომ მოუნდეს ვინ უშვებსთქო. ასე აგიხდათ ყველაფერი. ამ ყველაფრის მიუხედავად - ადამიანი წავიდა და მე სულაც არ მაწუხებს რა სენტიმენტები ან შინაგანი აგრესია დარჩა მისი წასვლით - ვოლსკის, მდინარაძეს, ბითაძეს (სატელევიზიო არქივების მიხედვით შესაძლო წასვლის ყველაზე მედგარი უარმყოფელები) ან სხვა თანაგუნდელებს, ოპონეტებს - უგულავას, ნათელაშვილს, ბურჯანაძესა თუ სხვებს. ახლა მთავარი ისაა, თავად როგორ შეეგუება კონფლიქტს საკუთარ თავთან, რომელიც მუდამ ექნება - „ოცნების" ნებისმიერი რყევის ან წარმატების შემთხვევაში. ახლა უფრო მეტად გაუგებარი იქნება მისთვის - კვლავ და კვლავ რატომ ეძახიან „არაფორმალურ მმართველს". მაგრამ ვერაფერს იზამს - გარკვეული პერიოდი მაინც მოუწევს ამ მდგომარეობის შეგუება, რადგან ადამიანის ბუნებაა უყურებდეს და ვერ ხედავდეს.

---
მე ისევ და ისევ ვიმეორებ - გაუშვით!
გაუშვით რადგან წავიდა. უკვე სასაცილოც კი არის ეს ჩაბღაუჭება.
მპასუხობთ - არსად მიდის, ისევ ექნება გავლენა! კი, ექნება და აქ სულაც არ არის სავალდებულო ვიღაცას დაურეკოს. ეს გავლენა ავტომატურ რეჟიმში იმუშავებს მის პერსონასთან და გარემოცვასთან დაკავშირებით და ამაზე გადარევა არ ღირს, რადგან წასულ ივანიშვილს კი არა, მე და თქვენ გვაქვს გარკვეული გავლენები - ზოგან პირდაპირი და ზოგან ირიბი. მას რომ ჰქონდეს, შერჩეს რა გიკვირთ?

1861 წელს, რუსეთის იმპერიაში ბატონყმობა (ჩვენთან პატრონ-ყმობა) რომ გადავარდა, ყმები თავს იკლავდნენ, არსად მიდიოდნენ, ვერ მიხვდნენ რა უნდა ეკეთებინათ თავისუფლებაში ან საერთოდაც, რა იყო თავისუფლება... რა პარადოქსია - ახლა ყმები პატრონს არ უშვებენ... ხოლო ვინც ყმა არ იყო, არ სჯერა, რომ პატრონი პატრონობას მოიშლის. და აქ კითხვა: არ გიფიქრიათ, რომ უბრალოდ დაიღალა ამდენი ბალასტის და ყმის თრევა-კვებით?

ისე, აქ საინტერესო მაინც „ოცნების" ლიდერებისა თუ წევრების მდგომარეობაა - ვოლსკის, მდინარაძის, ბითაძის... მათ მოუწევთ ცხოვრება „პატრონის" გარეშე.
აი, ოპოზიცია კი როგორ შესძლებს გადაეწყოს დღის წესრიგზე, სადაც ივანიშვილი არ უნდა ახსენოს ესეც ფრიად საინტერესო პროცესია.
როდესაც აშშ-ის, ევროკავშირის ან სხვა ელჩები უკვე აღარ გამართავენ ფარულ აუდიენციას ივანიშვილთან, მერე როგორ გინდა დაუმტკიცო, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ის „არაფორმალური მმართველია"?

ვნახოთ... დაველოდოთ... თუმცა, აქვე ვიმეორებ, ძალიან ბევრს ხელისუფლების ცვლილებამდე ექნება ეს უიმედო განცდა და ბევრი იოცნებებს კიდეც მისი „არაფორმალური მმართველის" მდგომარეობაზე.
---
ახლა, რამოდენიმე შტრიხი თუ დაკვირვება მისი ბოლო ინტერვიუდან:

1. სხვა ყველა ინტერვიუსგან განსხვავებით იყო ბევრად თავისუფალი - ანუ ვალდებულებებისა და ტვირთისგან თავისუფალი და ამას აქვს მიზეზი, რომელიც ძნელად ასახსნელი არ არის - გაუშვით!
2. რა იქნება ხვალ? ამაზე 100 პროცენტიან გარანტიას ვერავინ გასცემს, მაგრამ დღეს რომ „ხვალიდელ დღეზე" იმედიანად არის - გარატიების თვალსაზრისით - ამას მისი მშვიდი ტონიც ადასტურებს;
3. გარეგნულად საკუთარი პარტიის მომავალი დიდად არ ანაღვლებს - ანუ სენტიმენტები შერჩება რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი პირადი ძალიხმევა დასჭირდება, რომ მაშველი რგოლი არ იყოს და რაც თქვა შეასრულოს კიდეც;
4. სამომავლოდ შიდა პარტიული კონკურენციის კი არ ეშინია, არამედ ამბიციების, რამაც შესაძლოა, გუნდში რღვევა გამოიწვიოს;
5. წარმატებები და მიღწევები - ემოციური განცდაა მისი - ასე აღიქვამს;
6. "შეუსრულებელი მისია"? - არ არსებობს! ესეც აღქმაა;
7. ვინც წარმატებას და მიღწევას ვერ ხედავს - უმადურია! ესეც მისი ლოგიკური გააზრებაა (პრინციპში ყველა ასე ვართ)
8. "მეგობრული გუნდი" - ეს ხაზგასმა, თან რამოდენიმეჯერ უფრო სურვილი და ძალდატანებაა ვიდრე რეალობა. ამას გრძნობს და იმედოვნებს - მეგობრები ერთმანეთს დაინდობენ... თავადაც იცის რომ ასე არ იქნება!
9. NATO _ს და ევროკავშირის ხსენება სრულებითაც არ იყო შემთხვევითი, მით უფრო სამომავლო გარატიების კონტექსტში;
10. ზუსტად იცის - "ოცნება" იქნება ოპოზიციაში. ვადებს (ოთხი-ხუთი წელი) არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თანაგუნდელებისთვის გაკეთებული მესიჯია, ისევე როგორც - თუ "გამოცდილი" ხალხი ისევ პირსისხლიანებს აირჩევს, ეს მათი არჩევანი იქნება და შეეგუეთო;
11. "რუკებზე" მადლობის გადახდა საკმაოდ მძიმე და შორსმიმავალი კონტექსტია - "მურუსიძისთვის" საყურადღებო. ისევე როგორც ამავე თემაში ღარიბაშვილის კადრს მიღმა დატოვება;
12. ორი ლიდერის - მხოლოდ ორი გვარის - გახარიასა და კობახიძის ხსენება ორი ძალის ცენტრის გამოკვეთას ნიშნავს, რომელთა ირგვლივაც დაიწყება ძალების გადაჯგუფება. ახლა შეგნებულად არ დავწერ ამ ორს შორის ვინ უფროა გუნდური მოთამაშე. ცალკე რჩება მესამე ძალის ცენტრი, რომელიც არ ახსენა. არც მე ვახსენებ, მაგრამ ხსენებულ ორზე წონადია ცალკეულ საკითხებში;
13. მაინც ცუდად აუწყვეს ინტერვიუ, თორემ ნაციონალურ მოძრაობას როგორ ვახსენებდი. გამოსათხოვარ წერილში ამდენჯერ ნახსენები სააკაშვილისა და „მოუთვინიერებელი მიმინოს" - ქართული მედიის წინაშე განცდილი მარცხის აღიარების არ იყოს. (მისი სუსტი რგოლი მაინც მთელი ცხრა წელი მისი PR მენეჯერები იყვნენ - ჯერ რომ ააფეთქებდნენ და მერე აქრობნენ საკუთარ გაჩენილ ხანძარს);
14. ბრძენი, გონიერი და სულელის ამბავიც ტყულად არ უთქვამს - ისევ და ისევ თუ გამოსათხოვარ წერილს და ინტერვიუს პათოსებს შევკრებთ და ძალიან ქუჩურად გამოვხატავთ: წადით, თქვენი უმადური დედაცო... და წავიდა!

სად? არც ჰკითხეს და არც თქვა.. გეოგრაფიულად „სად?", თორემ ბალახში და მზეშიც რომ არის გაბნეული, ეგ ცნობილია. თუმცა - ესეც მისი და მადლიერი დამნახავის არჩევანია.

---
თუ რამე კარგი გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს, გაუკეთა სწორედ 2021 წლის 11 იანვარს. კითხვა მქონდა მასთან: „რა სარგებელს ნახულობს რუსეთი მისი წასვლით?" რამოდენიმე რამეს ვგულისხმობდი. ერთი - რუსეთის ინტერესებს კავკასიაში და იღლიაში ამოდებულ აზერბაიჯანს და სოხეთს. მეორე - ვგულისხმობდი იმას, რომ იქნებ უპრიანი იყო წასულიყო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ. რატომ? თუნდაც იმ ამაზრზენი ფოტოს გამო, რომელიც კრემლიდან გავრცელდა სწორედ 11 იანვარს - იმავე დღეს, როდესაც ივანიშვილი დაგვემშვიდობა - „იმპერატორის" მრგვალ მაგიდასთან მსხდომი ალიევი და ფაშინიანი... მესამე, მეოთხე, მეხუთე...
---
ახლა 2013 წელი არ არის, ახლა 2021 წელია. სხვა პოლიტიკური რეალობაა აქაც და გარეთაც.
და მერამდენედ ვიმეორებ: წავედიო ხომ თქვა? გაუშვით!

გაუშვით და სწორად დასახეთ დღის წესრიგი.
გაუშვით, რადგან ფანტომის შიშით ან იმედით არ იცხოვროთ ან აცხოვროთ.
გაუშვით იმიტომ, რომ მას ასე სურს და მიზეზებს ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
გაუშვით იმიტომ, რომ ეს სჭირდება ყველა მის ოპონენტს, რათა ახალი რეალობა დაინახაონ.
გაუშვით იმიტომ, რომ ეს სჭირდებათ წასულის მოხრეებსაც, რადგან მიხვდნენ "პატრონი" არ არსებობს, ყველა საკუთარი თავის პატრონი გახდება და მათაც მოუწევთ ახალ რეალობაში ცხოვრება.
გაუშვით! გაუშვით თუნდაც იმიტომ, რომ ასე ნებისმიერი პროცესის - პოზიტიური თუ ნეგატიური - ლუსტრირება ბევრად უკეთესია.
გაუშვით და მიზეზებზე, კუდებზე, ფორმალურ თუ არაფორმალურ პროცესებზე, ნებაზე თუ იძულებაზე იფიქრეთ ღრმად, გონიერად.
გაუშვით, რადგან - ამდენი "არ წასულა" სახელმწიფოს ყოველმხრივ ამუხრუჭებს.
გაუშვით იმიტომ, რომ წავიდა!
გაუშვით!

---
და ბოლოს... ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქალაქეები, ჩვენ უნდა გვქონდეს სახელმწიფოებრივი განცა და პრიციპები. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარსულის გააზრებით უნდა ვთქვათ - 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება იყო აუცილებელი, ეს იმის მიუხედავად ახლა რა დიდი პრობლემების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ პერსონალურად თუ როგორც სახელმწიფო. ისიც უნდა ვაღიაროთ - ეს პრობლემები სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენ ძალიან გვაკლია სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაკლია სახელმწიფოებრიობის განცდა. ჩვენ არ ვიცით პრობლემებზე რეაგირება და მათი მოგვარება ჩალიჩით უფრო მართებული გვგონია, ვიდრე მოქალაქეობრივი კონტროლის მექანიზმებით. ჩვენ ერთმანეთის სმენა და სიყვარული კი არა დანდობაც არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სენი - ამით თუ დავიმშვიდებთ თავს.

და ამ ფონზე, თუ გულწრფელად ვაღიარებთ, რომ 9 წლის წინ ცვლილება იყო აუცილებელი თუნდაც „ნაციონალური მოძრაობისთვის" უამრავი პრობლემის გადასაფასებლად, ისიც უნდა ვაღიართ, რომ ამ ცვლილების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი აქტორი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება იმედგაცრუებას, რომელიც მის პერსონას უკავშირდება, ეს უკვე სუბიექტური მომენტია. მის ისტორიულ და სამართლებლივ მომავალს კი თავად მომავალი გვიჩვენებს.

---
და მაინც რა დაგვიბარა ივანიშვლმა? რა დაგვიბარა ჩვენ - მოქალაქეებს (1) და რა დაუბარა თანაგუნდელებს (2)?:

(1)მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია...
მშვიდობით, სათქმელიც არაფერია...

(2) მშვიდობით, ნუ მომაბრუნებ იცოდე...
მშვიდობით, მხოლოდ ამ სიტყვებს და-გი-ტო-ვეეეეეებ....

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა