ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე

ნახვები: 319 ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე

წუხელ რუსებმა მხოლოდ დედაქალაქის მიმართულებით 60-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. სულ, უკრაინის წინააღმდეგ, 70 რაკეტა და 611 დრონი გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქში 28 ადამიანი დაშავდა და 4 დაიღუპა.

„კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ მიძინების ტაძარში ხანძარი გამოიწვია - ეს არის ეკლესია, რომლის ისტორიაც მე-11 საუკუნით თარიღდება. ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დღემდე ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უკვე ჩააქრო ხანძარი ტაძრის სახურავზე. ამასთან, ზელენსკის ინფორმაციით, რუსებმა ხარკოვში მაშველებს მაშინ დაარტყეს, როდესაც ისინი მანამდე განხორციელებული თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს აქრობდნენ სამრეწველო ობიექტზე. დაიღუპა 5 ადამიანი და 9 დაშავდა.

ზელენსკის ინფორმაციით, კიევისა და ხარკოვის გარდა რუსების სამიზნე იყო დნიპროს, დონეცკის, ზაპოროჟიეს, სუმის და ნიკოლაევის ოლქებიც.

„ასე აჩვენებს რუსეთი მსოფლიოს ომის გაგრძელების განზრახვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისგან, რომლებიც ახლა სამიტისთვის იკრიბებიან, რეაგირება მოხდეს და ეს პასუხი იყოს გადამწყვეტი და არსებითი: აგრესორზე მეტი ზეწოლა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური შესაძლებლობების, მეტი მხარდაჭერა“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, საჭიროა მეტი თანამშრომლობა რუსეთის ომის შესაჩერებლად.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩუმად არ დარჩეს რუსული ბარბაროსობის ამ უახლეს აქტზე რეაგირებისას. ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამას ან სხვა მსგავს რუსულ თავდასხმებს არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. საჭიროა მეტი თანამშრომლობა რუსეთის ომის შესაჩერებლად და უფრო ძლიერი დაცვა იმისთვის, რომ რუსეთისგან ადამიანების სიცოცხლე ვიხსნათ“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა