Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა

Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

ნახვები: 200 Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა

 

რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა, რომელიც აშშ-ისკენ მიემართებოდა, ამერიკულ ბაზარზე მყიდველი ვერ იპოვა და კურსი შეცვალა. ამის შესახებ Bloomberg გემების გადაადგილების მონაცემებსა და საპორტო ანგარიშებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ტანკერი Agioi Fanendes, რომელსაც თითქმის 300 000 ტონა რუსული დიზელის საწვავი გადაჰქონდა, ნიუ-იორკიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით გაბრუნდა. 9 ნოემბრიდან გემი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს შორდება და ზიგზაგისებური მარშრუტით გადაადგილდება.

ტანკერი ოქტომბრის ბოლოს რუსეთის ბალტიის ზღვის პორტ პრიმორსკიდან გავიდა. თავდაპირველად დანიშნულების ადგილად ნიუ-იორკი ჰქონდა მითითებული, თუმცა მოგვიანებით ეს ჩანაწერი „დაკვეთით“ შეიცვალა.

Bloomberg-ის ცნობით, ენერგორესურსებით მოვაჭრე კომპანიები რუსული დიზელის გადაადგილებას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე რუსული დიზელის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულ შეთანხმებას ამერიკელი დემოკრატების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, რუსული ენერგორესურსების შესყიდვა კრემლს დამატებით ფინანსურ რესურსებს მისცემს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად.

გამოცემის თანახმად, გემების გადაადგილების მონიტორინგის მონაცემები აჩვენებს, რომ შეთანხმების მიუხედავად, რუსული დიზელის საწვავის არცერთი პარტია აშშ-ში ამ დრომდე არ ჩასულა.

Agioi Fanendes-ის მიერ კურსის შეცვლა მიუთითებს, რომ რუსული დიზელის ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება, პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, პრაქტიკულ სირთულეებს აწყდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა