აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომლითაც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორი დევიდ ჰარის უმცროსი სოციალურ ქსელში წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუბიო აღნიშნულ მოვალეობას დროებით 2025 წლის მაისიდან ასრულებდა, მას შემდეგ, რაც თანამდებობა მაიკლ უოლცმა დატოვა. ახალი გადაწყვეტილებით, იგი ორივე თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს და სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასაც გააგრძელებს.
რუბიო აშშ-ის ისტორიაში მეორე პირია, რომელიც ერთდროულად სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობებს იკავებს. მანამდე ორივე პოზიცია 1970-იან წლებში ჰენრი კისინჯერს ეკავა.
რუბიო გააგრძელებს სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იქნება თავდაცვის, დაზვერვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე დევიდ ჰარის უმცროსის გავრცელებულ ცნობას ეფუძნება