Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო
ნიკა გვარამია: გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა უბრალოდ მისი შელამაზება და „მიცვალებულის გაპატიოსნება“ ხდება
ზელენსკი: აბუ-დაბის სამმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო – განვიხილეთ ტყვეების გათავისუფლება და უსაფრთხოების გარანტიები
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
დონალდ ტრამპმა მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად ოფიციალურად დანიშნა

ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება

ნახვები: 202 ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას რეალობისგან განსხვავებულად აღიქვამს და ამერიკულ მხარეს არწმუნებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად მხოლოდ ერთი-ორი თვე სჭირდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინულმა დელეგაციამ მას აცნობა, რომ რუსეთის წარმომადგენლები დონბასში საკუთარი ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

„რუსები ფიქრობენ და აცხადებენ, თითქოს უკვე დაიკავეს დონბასის ნახევარი, რომელიც, სინამდვილეში, ჩვენს კონტროლქვეშ რჩება. საუბარია სამხედრო ოფიცრებსა და რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებზე; ისინი ამას სრული სერიოზულობით ამბობდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ რუს წარმომადგენლებს ვიდეომასალა, ფოტოები და სხვა მტკიცებულებები დაუპირისპირა, რომლებიც სადავო ტერიტორიებზე უკრაინის კონტროლს ადასტურებს.

„სწორედ ეს არის პრობლემა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ის ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის სრულად დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება. მეც შემიძლია დავხატო სურათი, სადაც რუსეთს სრულად ვიკავებ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, დადებითი იყო ის, რომ ამერიკულმა მხარემ ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ უკრაინის შეფასება დაადასტურა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტერიტორიულ საკითხებზე, რომლებიც, მისი თქმით, ლიდერების დონეზე პირდაპირ განხილვას საჭიროებს. მაგალითად მან ქალაქი ხერსონი დაასახელა, რომლის ერთ ნაპირს უკრაინა აკონტროლებს, მეორეს კი – რუსეთი.

„ხალხს სურს, ორივე ნაპირზე ერთიანად იცხოვროს. ეს უკრაინული ქალაქია. მსგავსი საკითხები მგრძნობიარეა, მაგრამ მათზე საუბარი აუცილებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე მზად არის ლიდერების დონეზე შეხვედრის შესაძლებლობის განსახილველად, თუმცა რუსეთის მზადყოფნაში დარწმუნებული არ არის.

„ვფიქრობ, გუნდები ლიდერთა დონეზე შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა