საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მეუფე იობის ქადაგება - ახალი სიმართლე თუ ძველი სიმართლის დაგვიანებული აღიარება?
ნოდარ ჩაჩუა: ჩემი მეუღლე მძევლად ჰყავთ აყვანილი და ჩემგან სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვენ
23 წლის სტიქაროსნის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს – ადვოკატის განცხადებით, მათ დევნის ოპერაცია დამალეს და ცრუ ჩვენება მისცეს
Bloomberg: რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და უკან გაბრუნდა
ზელენსკი: პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს და ამერიკელებს ეტყვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთის დასაკავებლად ერთი-ორი თვე სჭირდება
მიტროპოლიტი იობი: ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა, განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ
ბერდია სიჭინავა: საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროცესიდან ამოაგდო

საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ნახვები: 228 საკონსტიტუციო სასამართლომ ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მიმდინარე სხდომიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და პარტიის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი გააძევა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ არჩილ გორდულაძესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის.

სასამართლო დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გორდულაძემ მურთაზ ზოდელავას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე ისაუბრა და პაატა ბურჭულაძეც ახსენა.

„ვინმესთვის უცნობია, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანია ან პაატა ბურჭულაძე?“ – განაცხადა გორდულაძემ.

მის განცხადებას ნიკა გვარამიას მწვავე პროტესტი მოჰყვა. გვარამიამ აღნიშნა, რომ ზოდელავა მისი მეგობარი და კურსელია, თუმცა პირადი ურთიერთობის საფუძველზე მისთვის პოლიტიკური კუთვნილების მიწერა დაუშვებელია.

„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ. ჯერ ერთი, პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო არასწორია და კი, ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება“, – განაცხადა გვარამიამ.

მან გორდულაძეს მიმართა კითხვით, ნიშნავს თუ არა პირადი ნაცნობობა იმას, რომ ისინი ერთობლივად სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ.

„რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად? არ გრცხვენიათ?“ – განაცხადა გვარამიამ.

სიტყვიერი დაპირისპირებისას გორდულაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს უპასუხა:

„ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“.

დაპირისპირების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკა გვარამიას სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვა.

„იძულებული ვარ! თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის თანახმად გაძევებული ბრძანდებით, ბატონო ნიკა. გაძევებული ბრძანდებით და რას ნიშნავს გაძევება, 32-ე მუხლში წაიკითხეთ. ბატონო ნიკა, დატოვეთ დარბაზი!“ – განაცხადა ნადარაიამ.

გვარამიას გაძევებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ სხვა წარმომადგენლების, თენგო თევზაძისა და მაია კოპალეიშვილის პროტესტი მოჰყვა.

„პიროვნულ შეურაცხყოფაზე პასუხი გაძევების საფუძველი ვერ იქნება. არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა თევზაძემ.

სხდომაზე ვითარება კვლავ დაიძაბა, რის შემდეგაც რევაზ ნადარაიამ დარბაზიდან მაია კოპალეიშვილის გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღო.

„ქალბატონო მაია, ელემენტარული კულტურაც არ გაქვთ, რომ მომისმინოთ, თქვენც გაძევებული ხართ“, – მიმართა სასამართლოს თავმჯდომარემ კოპალეიშვილს.

კოპალეიშვილმა გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და განაცხადა, რომ დარბაზში დაბრუნების მოთხოვნით შუამდგომლობას დააყენებს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ ერთ რამეში ვერ ერკვევით – გგონიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება არის ძალის დემონსტრირება. თქვენ აქ სხვა რამისთვის ხართ, კონსტიტუციის „მცველები“ ხართ და არა ჩვენი უფლების შემზღუდველები“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციურ მხარეს პროცესში მონაწილეობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობას უზღუდავს.

„შუამდგომლობას მაინც დავაყენებ, იმიტომ, რომ ჩემი უფლების დაცვაზე ბოლომდე ვიბრძოლებ. უსამართლოდ რომ გამიშვით, ამაზე შუამდგომლობას დავაყენებ. „ქართული ოცნება“ ბედნიერად იგრძნობს თავს იმიტომ, რომ არ ექნება ჩვენგან კითხვები“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომლითაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა