სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ტრამპი: უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყამენ

ნახვები: 685 ტრამპი: უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყამენ

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან თავს შეიკავებენ.

„უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ სამიზნეებს. რუსეთიც დათანხმდა!“ — წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტი ამავე განცხადებაში მსოფლიოში დიზელის საწვავის გაძვირებასაც შეეხო. მისი შეფასებით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია და არა ირანთან დაკავშირებული ვითარება.

„მსოფლიოში დიზელის საწვავის ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომით და არა ირანით“, — წერს ტრამპი.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის რუსეთის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისგან თავი შეიკავოს, თუ პარტნიორები უზრუნველყოფენ, რომ რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის შესაბამის ობიექტებზე თავდასხმებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა