War update: 140 clashes on front line over past day, Pokrovsk, Kostiantynivka sectors see fiercest fighting
Russian losses in Ukraine war rise by 2,980 over past day
Estonian FM: Putin is the only one who can stop war, Ukraine must join NATO
Ukraine's 7th Air Assault Corps receives over 50 types of drones, 40 ground robotic systems this year
Average age of mobilized recruits joining Ukraine’s Air Assault forces is 35–44
Air Assault Forces most in need of riflemen
Barrot announces France's participation in trilateral talks in Abu Dhabi
მაია სანდუ: მოსკოვის ენერგეტიკული შანტაჟი დასრულდა – მოლდოვა რუსულ გაზს აღარ ყიდულობს

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ-კალაძე

ნახვები: 424 საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ-კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შვილებს თბილისის საჯარო ბაღები უფასოდ მიიღებენ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გვერდით დაუდგება უკრაინულ ოჯახებს, ვიდრე საჭიროება იქნება და ვიდრე მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში.

„დღეს მინდა, მოგაწოდოთ სიახლე, თბილისის საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ საბავშვო ბაღებში სიარულს, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. ილია ელოშვილს მინდა დავაბარო, რომ გაუწიოს ამ ყველაფერს კოორდინაცია, რათა ეს გადაწყვეტილება აღსრულებული იყოს, გქონდეთ ამ ოჯახებთან პირდაპირი კომუნიკაცია, ავუხსნათ ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვერდით დავუდგებით ამ ოჯახებს, ვიდრე საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა